კახეთის რეგიონში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 357 – ს მიაღწია. 21- დან 1 ახალი ინფიცირებული იმყოფება სტაციონარში, ხოლო 20 ბინაზე განაგრძობს მკურნალობის კურსს.
მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტიკა ასეთია: თელავი -98, დედოფლისწყარო -15, გურჯაანი- 73, სიღნაღი -37, ყვარელი -60, ლაგოდეხი – 36, ახმეტა -29, ხოლო საგარეჯო -9.
სულ მკურნალობას 223 ადამინი გადის, მათ შორის 197 ბინაზე, საკარანტინო სივრცეში 1 , 25 კი კოვიდკლინიკაში.
ჯამში 113 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. კახეთში, თვითიზოლაციაში 1022 მოქალაქე იმყოფება, კარანტინში კი 83 ადამიანი.
გუშინ ეპიდემიოლოგებმა რეგიონის მასშტაბით 558 ნიმუში აიღეს.