კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 18 პაციენტის ლაბორატორიული ანალიზის შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა. ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით, რეგიონი კვლავ სტაბილურობას ინარჩუნებს და კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ არსებობს.
კახეთში ცხელების ცენტრებად შერჩეულია 4 კლინიკა. თელავში, ლაგოდეხსა და საგარეჯოში განთავსებულ ცხელების ცენტრებში ჯამში 77 პაციენტის მიღებაა შესაძლებელი. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი საწოლების გამოყოფა. კლინიკებში მოქალაქეთა მიღება აქტიურად მიმდინარეობს და ხდება საეჭვო პაციენტთა ნიმუშების აღება.
საეჭვო ნიმუშების აღება გრძლდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე საკარანტინო სივრცეებიდან.
ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 3 მოქალაქე. თვითიზოლაცია მოეხსნა 7-ს. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეს 11 ადგილზე იმყოფება 416 მოქალაქე.
იხილეთ ვიდეო კომენტარი: