კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 10 პირის ანალიზი გადაიგზავნა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობიოს კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, პაციენტები „ცხელების ცენტრებიდან“ და კარანტინის ზონებიდან არიან.
„ცხელების კლინიკებმა“ აქტიურად დაიწყეს როგორც პაციენტების მიღება, ისე – ნიმუშების გადაგზავნა. ასევე, ამ ნაწილში პაციენტების ანალიზი აღებულია კარანტინიდან და გადაგვაქვს ყოველთვის ლუგარის ლაბორატორიაში, სადაც ტესტირება ტარდება“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ხიზანიშვილის თქმით, აღნიშნული 10 პაციენტის პასუხი კორონავირუსზე ხვალ გახდება ცნობილი.
კახეთის რეგიონში საკარანტინე სივრცეების რაოდენობაც გაიზარდა და, ჯამურად, 11 ლოკაციაზე 562 მოქალაქეა განთავსებული. თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობამ კი იკლო და ამ ეტაპზე იზოლაციას 11 ადამიანი გადის.
შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 48 პაციენტი და გარდაიცვალა 3. კარანტინის რეჟიმში 4682 ადამიანი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 375 ადამიანია.