Home დღის ამბები კახეთის რეგიონიდან გაგზავნილი 14 მოქალაქის ტესტის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან გაგზავნილი 14 მოქალაქის ტესტის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია

კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.

ლუგარის ლაბორატორიაში კახეთიდან გაგზავნილი 14 მოქალაქის ანალიზის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა .

მისი ინფორმაციით, ე.წ. “ცხელების ცენტრებში საეჭვო პაციენტებიდან საჭიროების შემთხვევაში ნიმუშის აღება გაგრძელდება, როგორც ცხელების კლინიკიდან, ასევე საკარანტინო სივრცეებიდან” .

ბოლო ინფორმაციით, კახეთის მასშტაბით სამ საკარანტინო ზონაში 446 მოქალაქე რჩება. რეგიონში დაინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

https://www.facebook.com/kakhetinews/videos/2845928535521728/?epa=SEARCH_BOX