კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს:
რეგიონში მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი შესრულების ვადები გეგმა – გრაფიკის შესაბამისად;
სოფლის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობა;
სოციალური მიმართულებით არსებული საჭიროებები;
დასუფთავების საკითხები.
კახეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მერებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე და ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.