Home რეგიონი ყვარელი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილემ – ირაკლი გაბრიაძემ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს – პლატონ კალმახელიძეს, გივი მეტრეველსა და ლევან ლილუაშვილს სააგენტოს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და მერების მოადგილეები.

ირაკლი გაბრიაძემ ასევე ისაუბრა სააგენტოს რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების მნიშვნელობაზე.

“აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრებმა რეგიონებში ოპერირება 2023 წლის ბოლოს დაიწყეს, სადაც მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე მიიღონ სხვადასხვა მომსახურება. აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო ცენტრი კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავშიც ფუნქციონირებს.

უახლოეს პერიოდში დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობისა და რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხილვის მიზნით.