კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა მუნიციპალიტეტის სოფლებში – კარდენახი და ბაკურციხე, გამართულ საერთო კრებებში მიიღეს მონაწილეობა.
მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა სოფელ კოლაგშიც. აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად – ამბულატორიის ეზოს შემოღობვა, ტრენაჟორების მოწყობა და სანიაღვრე არხის მოწესრიგება დასახელდა.
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აღნიშნული პროგრამა აძლევს შესაძლებლობას, საერთო კრებაზე დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება და ხმათა უმრავლესობით, შეარჩიონ პრიორიტეტული საპროექტო წინადადება.