კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაო პროცესს გაეცნო.
გიორგი ალადაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ, მალხაზ ბეგიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილთან ერთად, ქ. წნორში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობისა და სოფელ საქობოში, ზ. რუხაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ქ. წნორში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 173 მ. სიგრძეზე ასფალტო-ბეტონის დაგება, სანიაღვრე სისტემის, გარე განათების, სპორტული მოედნის, ბავშვთა გასართობი სივრცისა და მასთან მისასვლელი ბილიკების მოწყობა.
კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 968 987 ლარს შეადგენს.
სოფელ საქობოში, ზ. რუხაძის ქუჩაზე ორფენოვანი ასფალტო-ბეტონის საფარით ჩიხების მოპირკეთება თითქმის დასრულდა. მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 1 822 738 ლარს შეადგენს.