ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ და მოხალისეები სიმბოლური მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიება ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ მიერ ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, რუსთავის, გომბორისა და ლაგოდეხის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ბანაკი უზრუნველყოფილია კომფორტული საცხოვრებლებით, სამჯერადი კვებით, 24-საათიანი სამედიცინო ბრიგადით, ტერიტორიის ვიდეო მონიტორინგით, უფასო ინტერნეტითა და ტრანსპორტირებით. გომბორის მოხალისეთა სასწავლო ცენტრი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
Home რეგიონი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ