Home ბლოგი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალიტეტების მერებთან რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმილ ვადებში შესრულების მნიშვნელობაზე.

საუბარი ასევე შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და მთის ფონდით გათვალისწინებულ პროექტებს.

განსახილველ თემებს შორის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, ასევე სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, რომლებიც რეგიონის მოსახლეობის მხარდასაჭერად ხორციელდება.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალამახელიძე, გივი მეტრეველი და ლევან ლილუაშვილი ესწრებოდნენ.