Home რეგიონი კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” კახეთის საკონსულტაციო ცენტრში საკოორდინაციო ჯგუფის...

კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” კახეთის საკონსულტაციო ცენტრში საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” კახეთის საკონსულტაციო ცენტრში, საკოორდინაციო ჯგუფის პირველ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებზე იმსჯელეს.

საკოორდინაციო ჯგუფის მთავარი მიზნებია რეგიონის ადგილობრივი სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერება, სექტორთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და საპასუხო ნაბიჯების შემუშავება.

საკოორდინაციო ჯგუფების კოორდინაცია განხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრების მიერ, რომლებიც ეტაპობრივად გაიხსნება საქართველოს ყველა რეგიონში.

შეხვედრას ესწრებოდნენ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ანა უგულავა, სააგენტოს წარმომადგენლები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი თეა ძულიაშვილი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები.