Home რეგიონი კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოსავლის...

კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოსავლის აღების მიმდინარეობა განიხილა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით მოსავლის აღების მიმდინარეობა განიხილა.

აღინიშნა, რომ რეგიონის მუნიციპალიტეტებში ალოობა და ატმის სეზონი მიმდინარეობს და მოსავლის აღების პროცესში შეფერხებები არ ფიქსირდება. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან მუნიციპალიტეტებისთვის უფლებამოსილების დელეგირებაზე, რაც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტების მიერ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.

სამუშაო შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი, ლევან ლილუაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი არჩილ თხლაშიძე ესწრებოდნენ.