Home რეგიონი გურჯაანი კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის კახეთის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში იმყოფებოდა

კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის კახეთის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში იმყოფებოდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის კახეთის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააგენტოს დირექტორ თეიმურაზ ზავრაშვილთან ერთად, სააგენტოს ინფრასტრუქტურა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერეს. სააგენტომ მიმდინარე წელს, დამატებით 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა.

მიუსაფარ შინაურ ცხოველთა მართვის კახეთის ინტერმუნიციპალური სააგენტო, ქალაქ გურჯაანში, 2021 წლიდან ფუნქციონირებს და კახეთის რვა მუნიციპალიტეტს ემსახურება.