Home რეგიონი კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა

კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით არსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული საჭიროებები და მათი მოგვარების გზებზე შეთანხმდნენ.