Home რეგიონი კახეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი დავიდგარეჯი

კახეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი დავიდგარეჯი

ეს საოცარი ადგილი – კლდეში ნაკვეთი 22 მცირე მონასტერ-კომპლექსი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, უდაბნოს მთის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს. 

როცა დაიდგარეჯი დაათვალიერებ, უმალ მიხვდები, რატომ დაასახელა National Geographic-მა ის მსოფლიოს 17 ყველაზე უკაცრიელ და ლამაზ ადგილს შორის.

დავითგარეჯამდე საგარეჯოდან მანქანით მიხვალ, შემდეგ კი კომპლექსი ფეხით უნდა მოიარო. დაიწყე საერთო კომპლექსში შემავალი უძველესი მონასტრებიდან – დავითის ლავრიდან,  დოდოს რქიდან და ნათლისმცემლიდან.  

ამ ადგილას პირველი მონასტერი  დავით გარეჯელმა დააარსა. ის საქართველოში ქალაქ ანტიოქიიდან VI საუკუნის I ნახევარში ჩამოვიდა და ერთ-ერთი იყო იმ ქრისტიანი მისიონერებიდან, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი და ქრისტიანობის განმტკიცებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

ამ  მონასტრებს საუკუნეების განმავლობაში ანადგურებდნენ საქართველოს მტრები და აღადგენდნენ ქართველი მეფეები.

იყო პერიოდები, როდესაც დავითგარეჯა ძლიერ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ძალას წარმოადგენდა.

აქ სხვადასხვა საუკუნეში საქმიანობდნენ ცნობილი ქართველი პოლიტიკური და კულტურული მოღვაწეები, მათ შორის იყო სულხან-საბა ორბელიანიც – ქართველი მწერალი, მეცნიერი და დიპლომატი, რომელმაც ჯერ კიდევ 300 წლის წინათ, XVIII საუკუნის დასაწყისში გაკვალა გზა ევროპისკენ.

დავითგარეჯის ტაძრებში შემორჩენილია კედლის შთამბეჭდავი მხატვრობა და უნიკალური ფრესკები ქართველ მეფეთა, მათ შორის, თამარ მეფის გამოსახულებით.