კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი და საკრებულო „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივას უერთდება და ყოველთვიური ანაზღაურების მესამედს covid-19-თან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავს. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, რეგიონში ყველა საჯარო მოხელე მზად არის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ადამიანები, რომელიც ამ პროცესმა დააზარალა ფინანსური მხარდაჭერა ამ ფორმით საჯაროდ გამოუცხადოს.
სოლიდარობის აქტის შესახებ ცნობილი 2 აპრილს გახდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტსა და მთავრობაში მომდევნო სამი თვის განმვალობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ.