კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 25 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე ისევ უარყოფითია.
საკარანტინო ზონიდან და ე.წ. ცხელების ცენტრებიდან ანალიზებს დღესაც აიღებენ, თუმცა რამდენი გაიგზავნება ლაბორატორიულად გამოსაკვლევად, უცნობია.
ბოლო მონაცემებით, კახეთის 8 საკარანტინო ზონაში 365, ხოლო თვითიზოლაციაში 2 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსი 306 ადამიანს დაუდასტურდა.ქედან 69 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.