Home დღის ამბები კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ 30 ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია

კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილ 30 ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია

კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. დღეის მდომარეობით Covid 19 -ის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

თვითიზოლაციაში იმყოფება 15 მოქალაქე.
რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე იმყოფება 609 მოქალაქე.

კახეთში ე.წ ცხელების ცენტრები ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ პაციენტებს.
საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. 21 აპრილს აღებული და გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 30 ნიმუში საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან. ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი უარყოფითია.