კახეთში ექიმს, რომელსაც სამი დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, დღეს აღმოჩნდა, რომ ის ინფიცირებული არ არის
კახეთში, ყვარლის სასწრაფოს ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდგინდა, პირველადი PCR-ით ინფიცირებული არ აღმოჩნდა.
ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დაადასტურა. TV პირველთან საუბარში იგი ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია საბოლოო, მეორეული ტესტის შედეგი:
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ დაუდასტურდა ამ შემთხვევაში კორონავირუსი, თუმცა ველოდებოდით დამატებით კვლევას, ბოლო პასუხი ჩემთვის ცნობილი არაა. შეიძლება ეს იყოს ტესტის ხარვეზი, ეს გარკვეულწილად ხდება. არაა გამორიცხული, რომ ცრუ დადებითი PCR-ის დროსაც იყოს” – აცხადებს გაბუნია.