საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებას, რომელიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას გულისხმობს.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.