“აკეთო სიკეთე და დაეხმარო გაჭირვებულ ადამიანებს არის დიდი ბედნიერება”,- ეს არის თელაველი პატრულ-ინსპექტორის მიშა გომურაშვილის სიტყვები, რომელიც კორონავიურსთან ბრძოლაში საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ჩაერთო.
Mak,. ge კიდევ ერთ პოლიციელს გაგაცნობთ, რომელიც ოჯახის საკუთრებაში არსებული მაღაზიიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებს სისტემატიურად ეხმარება.
ფქვილი, ზეთი და პირველადი მოხმარების პროდუქტები – ეს არის სამომხმარებლო კალათა, რომელიც გომურაშვილი სოფელ კისისხევში, მოწყვლად ჯგუფებს ურიგებს.
“ბევრი გაჭირვებული ადამიანის დახმარება ისეთი გრძნობაა, რომელიც სიტყვებით ძნელია გადმოსცე. დღეს ჩემს გარშემო ბევრ ოჯახს უჭირს და მათთვის მცირე რაოდენოთ პროქტების გადაცემაც კი დიდი დახმარებაა,”– აღნიშნავს პატრულ-ინპექტორი.
საქველმოქმედო აქცია ვალერი ბოჭორიშვილის გარეშე ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა.
ის მიხეილ გომურაშვილის თანასოფლელია, რომელიც პროდუქტების დარიგებაში ბოლო ორი თვეა მოხალისედ ჩაერთო. ბოჭორიშვილისთვის ცხოვრების წესად იქცა მარტოხელა მოხუცების და სხვა სოციალურად გაჭირვებული ოჯახების დახმარება.
,,სამსახურის შემდეგ ორი საათი მაქვს პროდუქტები დავარიგო, რადგან 21:00 საათიდან მოქმედებს კომენდანტის საათი. მარტო პროდუქტების დარიგება არ არის, როცა ოჯახში რამდენიმე კვირაა დადიხარ და ცდილობ მათ სოციალური მდგომარეობა ოდნავ მაინც შეუმსუბუქო, ხდები მათი ნაწილი, იზიარებ თითოეულის სიხარულს და გრძნობ მათგან მადლიერებას, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ფასეულია,“- ამბობს ვალერი ბოჭორიშვილი
https://www.facebook.com/kakhetinews/videos/226181932153913/?__xts__[0]=68.ARDqVVOjjbRIdfzVQJTAxryjiw3FJYBR5XfsZxGiVYn1AxHCcO4bj6VeLyGF8UA9xo_5tUbyY2AmdH4X-7R5VA-AG07HPyE4T6tW44znAAPSZCEjulzf__9UB6MvnACTKsGZhrT1FmmhE8v_BuDxR8OY230c1NwBPZw7h7l9864C8_ibh1xvR6bHvMEorbe4pvdCI2PtjCoEtIYV2NqmMfN09P3Cy-T946pzr_s301bBJCNd5JDnXRs2xTvd0sWcah5n6lwUaSeTE3E8N_AQRRUrP4J0fEgmNR1ZVt39q3g87HdpapdupIw7Nk7xosyYS9GWb0v2Jhcch47qK45GLB1kVVpG9JxMC9g&__tn__=-R