ყველასათვის ცნობილია ილია ჭავჭავაძის პოემა: „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ”-
არსებობდა თუ არა სინამდვილეში კაკო ყაჩაღი?
ილიას დისშვილი, საზოგადო მოღვაწე და ეროვნულ -განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი- კარდენახში დაბადებული კოტე აფხაზი იხსენებს, თუ როგორ გადაეყარა ილია ალაზნის ტყეში “კაკო ყაჩაღს”.
კაკო ყაჩაღის” ისტორიას კი კოტე აფხაზი ასე იგონებს:
“რაც შეეხება ილიას შემოქმედებას და მისი ნაწარმოებების ისტორიას, მე მხოლოდ “კაკო ყაჩაღის” შესახებ მახსოვს კარგად, რომ კაკო პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული. კაკო გახლდათ ერთი კარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი, რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონს (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გავარდა. იმალებოდა ალაზნის (კარდანახის) ტყეში…
ერთხელ ილია სწორედ ამ გზით მოდიოდა ჩვენსა, კარდანახში, თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი. უცბათ ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია. გამოუკითხავს ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხავს, ჭავჭავაძეს კარდანახში რა უნდაო. ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში თავის ნათესავ აფხაზთან მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია და ილია მიუწვევია ბინაზე. კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე რომ, ილია როდესაც ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა ენის ბორძიკით, დამაძინეთ, დამაძინეთო! მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი, ხოლო დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს წყევლის და აგინებსო”.
მისი ნამდვილი გვარი იყო ივანე ჩალათაშვილი, რომელმაც თავის თავს შემდეგ გაუხარაშვილი უწოდა, დიდმა ილიამ კი- კაკო ყაჩაღი!!! მისი შვილი კი გახლდათ ცნობილი ფალავანი იოსებ ჩალათაშვილი რომელიც ” გაიოზ კახელის” ფსევდონიმით იყო ცნობილი. ამბობენ რომ ერთი სანახაობის (ჭიდაობის) მთლიანი შემოსავალი კულა გლდანელს გაიოზისთვის დაუთმია ბატონისგან წართმეული მამისეული სახლკარის გამოსასყიდად.
1969 წელს ჟურნალ „დროშის“ მერვე ნომერში დაიბეჭდა წერილი „ვი- საც შენებრი დამბადებია“, სადაც მოთხრობილი იყო, რომ ილია ჭავჭავაძემ თავის პოემის „კაკო ყაჩალის“ მთავარი მოქმედი პირის კაკო ბღაჭიაშვილის სახით დახატა რეალურად არსებული პიროვნება — კარდანახელი გლეხი ივა- ნე ჩალათაშვილი-გაუხარაშვილი, რომელსაც ილია ხსენებული სოფლის აb- ლოს, ტყეში შეხვედრია და მასთან საუბარიც ჰქონია. წერილში მოთხრობილი იყო, რომ ივანეს, ანუ კაკო ყაჩაღის შვილის, გაიოზ ჩალათაშვილის შვილი- შვილები — იოსები და ალექსანდრე მონაწილეობას იღებდნენ დიდ სამამუ- ლო ომში და გმირულად იბრძოდნენ გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ.
თუ რა ბედი ეწია შემდგომში კაკო ყაჩაღს, ამის თაობაზე გაიოზის (იგივე იოსები) ქალიშვილი, აწ უკვე ხანდაზმული ქეთევან მჭედლიშვილი მოგვითხხრობს.
სოფელ კარდანახის მკვიდრს, გამრჯე გლეხკაცს ივანე ჩალათაშვილს მოს- წონებია თავის სოფლელი გოგებაშვილის ქალიშვილი მართა და მისი ცოლად შერთვა გადაუწყვეტია. ეს რომ მებატონემ გაიგო, იმავე საღამოს დაიბარა თავისი ყმა — ივანე ჩალათაშვილი და შეახსენა — ხომ იცი, ადათის მიხედვით. პირველი ღამის უფლება მე მეკუთვნისო. ივანე ადრეც გამწარებული იყო, მებატონემ მას მამა მოუკლა (პოემაში ილიამ ეს ამბავი ზაქროს ბიოგრაფიას დაუკავშირა). ახლა, როცა მებატონემ ასეთი უტიფრული წინდაცება სრო ჭაბუკის გული მრისხანებით აივსო. მებატონეს მან, ცხადია, სასტიკი წინააღმ დეგობა გაუწია, მაგრამ როცა ეს ბოროტი კაცი არ გაჩერდა და მას ცოლის წართმევა მოუნდომა, ივანემ თოფს დასტაცა სული და ამ შეტაკების ერ მას თავისი მებატონე შემოაკვდა. კვდა. ამის შემდეგ იძულებული იყო ტყეში ყაჩაღად გაჭრილიყო. მალე იგი არსენასავით პოპულარული გახდა. ამასობა ში ივანეს ბიჭი შეეძინა, რომელსაც იოსები დაარქვეს (შემდეგ ცნობილი მოჭიდავე გაიოზ კახელი); ტყეში გაჭრილ ივანეს ვაჟიშვილის შეძენის ამბავი რომ შეატყობინეს, იგი ფარულად მივიდა სახლში შვილის სანახავად; ეს ამბავი მებატონის ახლობლებმა შეიტყვეს, პოლიციას შეატყობინეს და შეერ- თებული ძალით ივანეს სახლს ალყა შემოარტყეს; ივანე ამოძვრა სახლის სახურავიდან და გაიქცა. სირბილის დროს მას ჯირკისათვის წამოუკრავს. ფები და წაქცეულა. სწორედ ამ დროს წაადგნენ თავს პოლიციელები და მებატო- ნის ნათესავები, ივანე იქვე მოჰკლეს, ხოლო მისი სახლ-კარი გადაბუგეს.
ასეთი იყო ამბავი, რომელიც საფუძვლად დაედო ილიას მშვენიერ პოემას. ილიას პოემაში არ უჩვენებია კაკოს ან ზაქროს სიკვდილი. აქ მწერალს თავისი ჩანაფიქრი ჰქონდა — სიმართლისათვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, ბოროტი ვერ დასძლევს კეთილს. ილია თავის პოემას ასე ამთავრებს:
და, რა სთქვა ესა, ზაქრო მწუხარედ პირქვე დაეცა დადუმებული; დიდხანსა ეგდო ეგრე მდუმარედ გულში ვაების ცეცხლმოდებული, ამ საწყალს შვილზედ კაკოც შეწუხდა, ორივ წაიღო ერთმა ნაღველმა… ამ ორს გულში რა ბალღამიც დუღდა, წარმოიდგინოს თითონ მკითხველმა.
ილია ჭავჭავაძემ თავისი პოემით გასცა პასუხი თავისი დროის ყველაზე მტკივნეულ საკითხს და გამოხატა ხალხის მზადყოფნა და შემართება თავისუფლებისათვის საბრძოლველად, სიკეთისა და სამართლიანობის დასამ- კვიდრებლად ამ ქვეყანაზე.