ვერტმფრენი ტოსკანას რეგიონის ქალაქ ტულადან ტრევიზოში მიფრინავდა და რადარებიდან ორი დღის წინ გაუჩინარდა. მაშველებმა ნამსხვრევები და ცხედრები ტოსკანასა და ემილია რომანას რეგიონების საზღვარზე, მთიან მასივში იპოვეს.
ავიაკატასტროფაში დაღუპულებიდან 4 თურქეთის და 2 ლიბანის მოქალაქეა, ხოლო ერთი იტალიელი პილოტია.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.