“ობიექტივის” წამყვანი ილია ჩაჩიბაია “ფეისბუქში” შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
დღეს საღამოს, “ობიექტივში” 100 წლის ბებოს სახელით, საგარეჯოდან დაგვიკავშირდნენ. როგორც გაირკვა ენინე ჯორბენაძე მოუთმენლად ელოდა იუბილეს, რადგან სახელმწიფო ამ ასაკის ადამიანებს ათასი ლარით ასაჩუქრებს.
ერთი საუკუნის მოხუცს სამწუხაროდ საოცნებო თანხა არ მისცეს. იმედგაცრუებული და გულგატეხილი იყო. უტირია. უთქვამს, ფული წამლებისთვისაც აღარ მაქვს და დიდხანს ვეღარ ვიცოცხლებო.
ამ თემას პოსტი მივუძღვენი.
ამბის კულმინაცია ძალიან სასიხარულოა: ჩემი ფეისბუქ-პოსტი ირმა ინაშვილმა წაიკითხა, დამირეკა და ენინე ბებოს ანგარიშის ნომრის გარკვევა მთხოვა… რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გმირის საპენსიო ბარათზე 1 000 ლარი დაირიცხა. იუბილარის ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, ირმას მადლობას უთვლის.
შემდეგ შევიტყვე, რომ მოხუცმა საგარეჯოს მერიას წერილით მიმართა და კუთვნილი თანხა ითხოვა, რაზეც უარი უთხრეს. კანონი აღარ ითვალისწინებსო. საბოლოოდ, სახელმწიფოს სახელით 200 ლარი გამოუყვიათ…
საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატს, მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს საერთოდ არ ვაკრიტიკებ, 200 ლარიც საქმეა, მაგრამ ასეთი ასაკის ადამიანებს მეტი ყურადღება ესაჭიროებათ….