დღეს, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტში ყველის საწარმო “ცივის ყველი” მოინახულა
და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო. საწარმო ” ცივის ყველი” ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,
ხდება რძის გადამუშავება სხვადასხვა ნაირსახეობის ყველის წარმოება და სასურსათო ობიექტებში გატანა. საწარმოში მაქსიმალურად დაცულია სანიტარულ – ჰიგიენური ნორმები. თანამშრომლები სანიტარული ნორმების სრული დაცვით აჭურვილნი არიან – პირბადეებითა და ხელთათმანებით, ამავდროულად, იცავენ სოციალურ დისტანციას.
საწარმოს მეპატრონის გოჩა ღაღაშვილის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება მაქსიმალურად ხდება, რაც საწარმოს ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიკეთოდ აისახება.