ჩვენი გზა ემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ყველა ის სიკეთე, რომელიც აქამდე მოტანილია, კიდევ უფრო უნდა გამრავლდეს და ხელმისაწვდომი, ხელშესახები გახდეს ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის. ჩვენ რაც გვჭირდება, ესაა მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება, – გამდიდრება საქართველოსი ყველანაირად, სულიერად, ფიზიკურად, მატერიალურად, რადგან მხოლოდ მდიდარ, განათლებულ, თავის თავში დარწმუნებულ, ღირსების მატარებელ ქვეყანას შეუძლია, რომ იამაყოს თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ჩვენ, „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, გავიმარჯვებთ, რადგან ერთად უნდა ვიყოთ საქართველოს წარმატებისთვის“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა, დღეს კი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.