Home დღის ამბები ირაკლი ქადაგიშვილი: სოფლის მეურნეობის დარგებიდან, დღეს ყველაზე მოწყვლადი და დაზარალებული მეღვინეობაა

ირაკლი ქადაგიშვილი: სოფლის მეურნეობის დარგებიდან, დღეს ყველაზე მოწყვლადი და დაზარალებული მეღვინეობაა

დღევანდელი მოცემულობით კარგ ყურძნის მოსავალია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუ სოფლის მეურნეობაში რომელიმე დარგი დაზარალდა, ან ყველაზე მეტად მოწყვლადი გახდა, ეს არის მეღვინეობა – კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“, მოახლოებულ რთველზე ისაუბრა.

მისი თქმით, მევენახეობისა და მეღვინეობის დასახმარებლად მტავრობა ყველაფერს აკეთებს და სამომავლო გეგმებზე მალე ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.

„ზარალის რამდენიმე მიზეზი არის. იმის გამო, რომ ცოტათი იკლო ექსპორტმა, რადგან ძირითად საქეპორტო ქვეყნებში იზოლაციაა, კარანტინები არის გამოცხადებული, არ მუშაობს რესტორნები, ტურიზმი არის გაჩერებული, რა თქმა უნდა, ყოველივე ეს აისახება ღვინის ექსპორტზე. დაახლოებით 10%-იანი კლება არის ღვინის ექსპორტის. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ტურიზმის გაჩერების გამო, აღარ არის შემომსვლელი, რომელიც დიდი რაოდენობით მოიხმარდა ღვინოს და თან მიჰქონდა კიდეც. შიდა მოხმარებაც შემცირებულია რადგან ქორწილები, რესტორნები და სხვა მასობრივი თავშეყრის ღონისძიებები, სადაც ღვინო გამოიყენებოდა დიდი რაოდენობით, რა ტქმა უნდა, ეს ყველაფერი შემცირებულია. ბუნებრივია ეს ქმნის ღვინის სიჭარბეს, რომელიც დღეს საქართველოში არის. მიუხედავად ამისა, მინდა დარწმუნებით ვთქვა, ჩვენ ხელისუფლება და მთავრობა ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და რთველიც ჩაივლის ძალიან ნორმალურად. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მაქსიმუმს იმისა, რომ ამ გართულებულ ფონზე არცერთი კილოგრამი ყურძენი დარჩეს ჩაუბარებელი და ჩასაბარებელი ფასი იყოს ისეთი, რომ მევენახეს ყველა ხარჯის ამოღების საშუალება მისცეს და მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა, მას მომავალი წლის იმედი მიეცეს და გამართულად შეხვდეს მევენახეობისა და მეღვინეობის დარგი. მთავრობა ამაზე მუშაობს და უახლოეს მომავალში ამაზე განცხადებაც გაკეთდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.