ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში კარდაკარის პრინციპით შეხვედრები გამართა.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში კარდაკარის პრინციპით გავმართე შეხვედრები ადგილობრივ მოსხლეობასთან და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ.
ამავდროულად, ადგილობრივებს საინფორმაციო ბუკლეტები გადავეცი.
მიმდინარე წელს, სოფელ შრომაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კერძოდ, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღს და ეზოს, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფლების – შრომისა და კავშირის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოეწყო სანიაღვრე არხები,”-აღნიშნავს ქადაგიშვილი.