„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თელავის-ახმეტის-ყვარლის- ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრის დროს კანდიდატმა ქვეყნის მომავლის შექმნაში ახალგაზრდების როლსა და ამ პროცესში მათ ჩართულობაზე ვრცლად ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილმა ყურადღება გაამახვილა ერეკლე მეფის საიუბილეო თარიღზეც.
„არის ისეთი პროფესიები, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადია და პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლება. ამ პროფესიების განვითარებაზე სახელმწიფო აქტიურად მუშაობს. პროფესიული სასწავლებლებით ბევრი ახალგაზრდა უკვე დაინტერესდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს პატარა კახის, მეფის, რომელმაც თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარი ხალხისა და სამშობლოს სამსახურს მიუძღვნა და ერთგულად ემსახურა. სწორედ ამიტომ წელს ერეკლე მეფის საიუბილეო 300 წლისთავი აღინიშნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.