აქტიურად განვაგრძობ საარჩევნო კამპანიას თელავის – ახმეტის – ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში.
ამჯერად, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ შალაურში, შემდეგ კი ძველ თელავში გავმართე შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ბოლო წლების მანძილზე, სოფელ შალაურში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის მოეწყო ახალი ჭაბურღილი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღს.
რა თქმა უნდა, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. სოფელ შალაურში მოსახლეობის მხრიდან გარე განათებისა და შიდა გზების მოწესრიგება, ხოლო ძველი თელავის მცხოვრებლების მხრიდან ბარათაშვილის ქუჩის მოასფალტება და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა.
მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ერთად ვმსჯელობთ იმ გატარებულ ღონისძიებებზე, რაც აქამდე ყოფილა, ასევე ერთად განვსაზღვრავთ სამომავლო პრიორიტეტებს.