Home დღის ამბები ირაკლი კობახიძე- “მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით”

ირაკლი კობახიძე- “მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით”

,,მადლობელი ვართ იმისთვის, რომ პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით, დანარჩენი ვნახოთ ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბრიფინგზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას დისკუსიაში შესვლის ეშინია, ვინაიდან სამართლებრივი შენიშვნები არ გააჩნია.

„ჩვენ ვგულისხმობთ უცხოელ პარტნიორებთან დისკუსიას, მე საუბარი მქონდა ევროკავშირთან და ეუთოსთან, ანუ მათთან დისკუსიისთვის ვართ მზად, რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, ეს არის აბსოლუტურად გასაგები – როგორც აქამდე ეშინოდათ მათ დისკუსიაში შემოსვლა, ზუსტად ასევე ეშინიათ დღესაც, იმიტომ, რომ სინამდვილეში კანონთან დაკავშირებით შენიშვნის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – წელიწადში ერთხელ ენჯეოების მიერ დეკლარაციის ჩაბარებას, აქ უბრალოდ რა შენიშვნა შეიძლება წარმოადგინონ, მე თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია. ამიტომ გაურბიან საბოლოო ჯამში თუნდაც ამ ვეტოზე საუბარს. ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალურად კონსტრუქციული დამოკიდებულება გამოვლენილი და ეს ინიციატივაც სწორედ ამის გამოხატულებაა. მადლობელი ვართ იმისთვის, რომ პირველად მოვისმინეთ უცხოელი პარტნიორებისგან მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით. დანარჩენი ვნახოთ. ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად კონსტრუქციული დამოკიდებულება. ოპოზიციას რომ აქვს ეს დესტრუქციული დამოკიდებულება, გასაკვირი საერთოდ არ არის, რადგან შეუძლებელია რაიმე კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა წარმოადგინო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერმა.