იორდანიის მეფემ მანქანებისადმი განსაკუთრებული სიყვარული და კოლექციის ნაწილიც მისი გარდაცვლილი მამისგან, ჰუსეინ ბინ ტალალისგან მიიღო.
აბდულა II ბინ ალ-ჰუსეინი იორდანიის მეფედ მამის გარდაცვალებისთანავე, 1999 წლის 7 თებერვალს ეკურთხა. გარდაცვლილმა ვაჟს გასაოცარი მანქანის კოლექცია დაუტოვა. ამას გარდა, თავად მოქმედმა მეფემაც შეიძინა ძვირად ღირებული ავტომობილები. 1954 წლის Rolls-Royce Phantom IV-დან 2009 წლის Mercedes SLR Stirling Moss-მდე, კოლექციაში თითქმის ყველა გამორჩეული მოდელია წარმოდენილი.
მამის პატივისცემის ნიშნად, იორდანიის მეფემ დედაქალაქ ამანში სამეფო საავტომობილო მუზეუმი გახსნა, სადაც მისი ოჯახის მანქანების კოლექცია გამოფინა. სხვა მუზეუმებისგან განსხვავებით, ხანდახან მეფე მუზეუმში მყოფ მანქანებს იყენებს კიდეც.
წარმოდგიდენთ 8 გამორჩეულ მოდელს კოლექციიდან:
1952 Aston Martin DB2 – 193,864 დოლარი
Aston Martin DB2 იორდანიის მეფის მამამ ჰუსეინმა, სტუდენტობის დროს ლონდონში იყიდა. მას მანქანა ისე უყვარდა, რომ იორდანიაში წაიღო. DB2-ს აქვს 2.6-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა, რომელსაც შეუძლია გამოიმუშაოს 125 ცხენის ძალა.
1970 Mercedes-Benz 600 Grosser Pullman -234,045 დოლარი
გერმანული მწარმოებლის უმსხვილეს და მდიდრულ მანქანაა – Mercedes-Benz 600 Grosser, როგორც წესი, მართავდენ ეროვნული ლიდერები. Pullman ამაყობს მძლავრი 300 ცხენის ძალით და 6.3-ლიტრიანი ძრავით.
2003 Porsche Carrera GT – 440,000 დოლარი
Porsche Carrera GT იყო პირველი მანქანა, რომელიც სპეციალურად მეფისთვის დამზადდა. მისი ფასი თითქმის ნახევარი მილიონი დოლარია და 600 ცხენის ძალას ამოიმუშავებს. Carrera იორდანიის მეფის ერთ-ერთი საყვარელი მანქანაა.
1978 BMW M1 – 450,000 დოლარი
M1 იყო 1970-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული მანქანა. BMW M1-ს დებიუტი 1978 წელს შედგა და გამოირჩეოდა ძლიერი 6-ცილინდრიანი ძრავით. ის მხოლოდ 453 ერთეული დამზადდა.
1964 Aston Martin DB5 – 744,000 დოლარი
ჯეიმს ბონდის ფილმებში გამოჩენის გამო, Aston Martin DB5 ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი მანქანაა მსოფლიოში. DB5 1963-დან 1965 წლამდე იწარმოებოდა.
2009 Mercedes SLR Stirling Moss – 860,000 დოლარი
აბსოლუტური მხეცი სპორტული მანქანების სეგმენტში, Mercedes SLR Stirling Moss შეიქმნა, როგორც ლეგენდარული ბრიტანელი სარბოლო მანქანის მძღოლის, სერ სტერლინგ მოსის პატივსაცემად.
იგი წარმოებული იყო ბრიტანულ სუპერმანქანების კომპანიასთან, სახელად Mclaren-თან თანამშრომლობით. მისი ღირებულება თითქმის მილიონი დოლარია და დღემდე მხოლოდ 75 ერთეულია წარმოებული.
2005 Bugatti Veyron – 1,1 მილიონი დოლარი
Bugatti Veyron ცნობილია სიჩქარით და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მანქანას მსოფლიოში. Veyron არის 2-კარიანი კუპე ძრავით. შუაში დამონტაჟებული 8.0 ლიტრიანი ძრავა გამოიმუშავებს 1000 ცხენის ძალას. იორდანიის მეფე ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, ვისაც აქვს Bugatti Veyron.
1954 Rolls-Royce Phantom IV – 2,45 მილიონი დოლარი
წარმოებული სულ რაღაც 18 ერთეული Rolls-Royce Phantom IV შეიძლება დასახელდეს, როგორც ერთ-ერთი უიშვიათესი მანქანა მსოფლიოში. მისი ღირებულება დღეს დაახლოებით 2,45 მილიონი დოლარია, რაც მას ყველაზე ძვირად ღირებულ მანქანად აქცევს იორდანიის მეფის კოლექციაში.