ინტენსიური თოვის და უამინდობის გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტში შიდა გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის, მალხაზ ბეგიაშვილის კოორდინაციით და მერიის შესაბამისი სამსახურის ჩართულობით ხორციელდება.
ქალაქ სიღნაღში ტექნიკური მარილი იშლება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაწმენდის სამუშაოები საჭიროებისამებრ გაგრძელდება.