Home მსოფლიო ილონ მასკმა Tesla-ს აქციები 7 მლრდ დოლარად გაყიდა

ილონ მასკმა Tesla-ს აქციები 7 მლრდ დოლარად გაყიდა

ამერიკელმა ბიზნესმენმა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა, კომპანიის 7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა.

აქციების გაყიდვა მასკმა „ტვიტერის“ ყიდვაზე უარის თქმის შემდეგ რამდენიმე კვირაში გადაწყვიტა. როგორც Bloomberg-ი წერს, ფული მილიარდერს შესაძლოა იმ შემთხვეაში დასჭირდეს თუ იძულებული გახდება გარიგებას საბოლოო წერტილი დაუსვას.

უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში ბიზნესმენმა Tesla-ს 32 მილიარდი დოლარის ოდენობის აქციები გაყიდა. ამჟამად, კომპანიის ფასიანი ქაღალდების საერთო ღირებულება 155 მილიონ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ NASDAQ-ის ბირჟაზე მათი ფასი 2,44%-ით დაეცა და თითოეულის ღირებულება 850 დოლარს შეადგენს.