Home მსოფლიო ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის, მას ბერნარ არნომ გადაუსწრო

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის, მას ბერნარ არნომ გადაუსწრო

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემა, Forbes-ისა და Bloomberg-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ მასკს ფრანგული ფუფუნების საგნების ბრენდის, LVMH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარ არნომ გადაუსწრო.

Forbes-ის თანახმად, ილონ მასკის ქონება ახლა, დაახლოებით, $178 მილიარდია, ხოლო არნოსი $188 მილიარდი.

მიუხედავად იმისა, რომ წლის განმავლობაში LVMH-ის აქციების ფასი ძირითადად უცვლელი იყო, მილიარდერთა სიაში Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ჩამოქვეითდა, რაც Tesla-ს აქციების ფასის კლებამ გამოიწვია.

Tesla-ს აქციების ფასის დაცემის  გამომწვევ მიზეზად ილონ მასკის მიერ Twitter-ის $44 მილიარდად ყიდვასა და თანმდევ სკანდალს ასახელებენ, რომელმაც მასკის ბრენდს ზიანი მიაყენა.