Home დღის ამბები ეკონომიკა იანვარში საარსებო მინიმუმი 3.4 ლარით გაიზარდა და 256.9 ლარს შეადგენს

იანვარში საარსებო მინიმუმი 3.4 ლარით გაიზარდა და 256.9 ლარს შეადგენს

2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3.4 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256.9 ლარია. მაშინ, როცა 2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 253.5 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს, ის მიმდინარე წლის პირველ თვეში 227.5 ლარით განისაზღვრა. გასული წლის ბოლოს კი, 224.5 ლარი იყო.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.