Home დღის ამბები თუშეთის გზის ზვავში მოყოლილი კაცი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს

თუშეთის გზის ზვავში მოყოლილი კაცი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს

თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე ზვავში მოყოლილი კაცი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ცხედარს ფერდობზე მიაკვლიეს, სადაც თოვლის მასა რამდენიმე დღის წინ ჩამოწვა. საქმძებრო სამუშაოები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესსი ჩართული იყო კახეთის და თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის 20-მდე მეხანძრე-მაშველი.
უბედური შემთხვევა ფშაველი-აბანო- ომალოს დაკავაშირებელ გზაზე 5 მაისს მოხდა. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როცა კომპანია “თუშეთისგზის” თანამშრომლები გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდნენ. შემთხვევის დროს გადარჩენა 65 წლამდე კაცი, რომელიც მკურნალობას ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.