Home დღის ამბები საზოგადოება თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს 2 მოქალაქის ვინაობა ცნობილია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს 2 მოქალაქის ვინაობა ცნობილია

თურქეთში ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 1500 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

თურქმა სამართალდამცველებმა ცხედრის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ გაიგეს, რომ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე შეეწირა.

საქართველოს მოქალაქის ნაზი ზარანდიას გარდაცვალების ამბავი მის შვილს სტამბულიდან სენაკში იმ ოჯახმა შეატყობინა, სადაც ნაზი ზარანდია მუშაობდა. ცხედარი ახლა თურქეთში, პროზექტურაშია დასვენებული.

საქართველოს მოქალაქე მეორე ქალი ო.ც. მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სტიქიასთან ბრძოლის პროცესში რამდენიმე საათში 60 ქართველი მაშველიც ჩაერთვება. ხალხის ნანგრევებიდან ამოყვანის სამუშაოებში მონაწილეობას საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მიიღებენ. თურქეთში მაშველებთან ერთად შესაბამისი ტექნიკა დღის პირველ ნახევარში გაგზავნეს.