Home მსოფლიო თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს – CNN

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს – CNN

თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, სულ მცირე 11 376-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მხოლოდ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 8,574-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებული 50,000 -ია. რაც შეეხება სირიას, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 2 802 შეადგინა.

შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელთა სიმძლავრემ 7.8 და 7.5 მაგნიტუდა შეადგინა. მოსახლეობის ნაწილმა, რომელთაც სახლები დაენგრათ, ღამე ქუჩაში გაათენეს. სტიქიის ზონებში მაშველები აგრძელებენ მუშაობას.

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა თურქეთში მაშველებს და დახმარებას გზავნის, მათ შორის არიან იაპონია, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, აშშ, ისრაელი და ევროკავშირის ქვეყნები.
დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფი საქართველომაც გაგზავნა.

თურქეთის პრეზიდენტმა შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.