თურქეთმა კორონავირუსის პანდემიის გამო, 28 მარტს შეჩერებული შიდა ფრენები განაახლა. ინფორმაციას ამის შესახებ Anadolu Ageency ავრცელებს.
პირველ ეტაპზე ფრენები სტამბოლიდან იზმირის, ანტალიის, ტრაბზონისა და ანკარის მიმართულებით განხორციელდება. დანარჩენი აეროპორტები მუშაობას მოგვიანებით განაახლებენ.
ფრენები ყველა გახსნილ აეროპორტში თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მკაცრი კონტროლით მიმდინარეობს.
1 ივნისის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების ჯამურმა რაოდენობამ 163,942 შეადგინა, აქედან გარდაიცვალა 4,540 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 127,973 ინფიცირებული.