თურქეთი, სირია, ნეპალი – ეს არის მსოფლიოს 3 ქვეყანა იმ ათიდან, სადაც worldpopulationreview-ის მონაცემებით ცხოვრება ყველაზე იაფია.
ზოგადად, იმისათვის, რომ ადამიანმა იარსებოს და შეიქმნას გარკვეული კომფორტი, სჭიროა ფული. ზოგიერთ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან ძვირია, მაგალითად, შეერთებული შტატების ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი და სან-ფრანცისკო, საცხოვრებელი ხარჯების ღირებულება ძალიან მაღალია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იქ შესაბამისი ფულის გამომუშავებაც შეიძლება. ბევრად იაფია ხარჯები ამერიკის შედარებით პატარა ქალაქებში – მაგ. მისისიპი, კანზასი ან ოკლაჰომა.
წარმოგიდგენთ ქვეყნებს, რომლებიც საცხოვრებლად ყველაზე იაფია. როგორც წესი, ცხოვრების ხარჯების გამოთვლა იწყება სხვადასხვა საჭიროებების ღირებულების აღრიცხვით. შემდეგ ეს ხარჯები შედარებულია იმავე საჭიროებების ფასთან სხვა ქვეყნებში.
Top- 10 ყველაზე იაფი ქვეყანა საცხოვრებლად (გამოთვლილია საშუალო თვიური დანახარჯი აშშ დოლარში)
ავღანეთი – 354 დოლარი
პაკისტანი – 370 დოლარი
ინდოეთი – 423 დოლარი
ტუნისი – 424 დოლარი
შრი-ლანკა – 428 დოლარი
ყირგიზეთი – 430 დოლარი
ალჟირი – 431 დოლარი
სირია – 435 დოლარი
ნეპალი – 439 დოლარი
თურქეთი – 447 დოლარი
ცხადია, საქართველო მსოფლიოს ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა. თუმცა worldpopulationreview -ის დაანაგრიშებით, მხოლოდ საცხოვრებელი ხარჯებისთვის ერთ ადამიანს თვიურად საშუალოდ 538 დოლარია საჭირო.