თელავში, 9 აპრილის მემომრიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკო კახეთის გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტის მერმა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას. კახეთის გუბერნატორის განცხადებით, 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები ქართველი ხალხის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ყველაზე გამორჩეული ფურცელია.
„რაც არ უნა დიდი გამწვევების წინაშე იდგეს ჩვენი ქვეყანა ყოველთვის დაუწვიწყარი იქნება 1989 წლის 9 აპრილი. ეს საქართველოს და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ყველაზე გამორჩეული ფურცელია, თავისი ტრაგიზმით და გამარჯვებით წყურვილით აღსავსე,“– განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, მართალია ქვეყნის 20%-ი ოკუპირებულია, თუმცა ეს ბრძოლა საქართველოს გამაჯვებით დასრულდება.
,,დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილ ჩვენს გმირებს, რომელთა თავდადებამაც და თავგანწირვამ ორი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ ამ ბრძოლას დღესაც ვაგრძელებთ. რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%-ი და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.,, – განაცხადა თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.
დღესვე სოფელ აკურაში 9 აპრილს გარდაცვლილი შალვა ქვასროლიაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარმა წევრმა იოსებ პარწიკანაშვილმა. გიგა ორკოდაშვილმა აღნიშნა, რომ 31 წლის წინ დაწყებული ბრძოლა დღესაც გრძელდება, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
„დღეს ტკივილნარევი სიხარულის დღეა. ტკივილი იმიტომ, რომ ზუსტად 31 წლის წინ ქვეყნის თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე ჩვენმა გმირებმა შესწირეს თავი საქართველოს დამოუკიდებლობას. სიხარული კი იმიტომ, რომ ამ მოვლენებიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ის, რისთვისაც რუსთაველის მოედანზე აგრესიულ რუსეთს შეეწირნენ ჩვენი ახალგაზრდები. დღეს 9 აპრილის ერთ-ერთი გმირის, შალვა ქვასროლიაშვილის საფლავზე ვიმყოფებოდით და მასთან ერთად 31 წლის წინ გარდაცვლილთა გმირების ხსოვნას პატივი მივაგეთ.
როდესაც თავისუფლების მოედანზე საბჭოთა არმია შემოვიდა, შალვა ცეკვავდა. ამ დროს მან დაინახა, რომ რუს ჯარისკაცს უნდა მოეკლა ორსული ქალი, შალვა გადაეფარა მას და სიკვდილს გადაარჩინა. ქალმა თავის შვილს შალვა დაარქვა. 31 წლის წინ დაწყებული ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან საქართველოს ტერიტორიის20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მჯერა, რომ მალე ეს ბრძოლა აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება და შევძლებთ ქვეყნის სრულ დეოკუპაციას“, – განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა