თელავში, №1 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკვერის, ორი სათამაშო მოედნისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათება და გამწვანება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 439 817 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „გიკო“.