თელავის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და წესების დაცვით, ცივი პლასტისა და აკრილის საღებავით მოინიშნება: ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, სასაზღვრო, გამყოფი სდექ-ხაზები და მიმმართველი ისრები.
⏩ პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 997 ლარი დაიხარჯება.
⏩ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შ.პ.ს. ,,გზაჯვარედინი,, ახორციელებს.