თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მუსიკოსის საავტორო საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე მომღერლებმა ჯუმბერ სახეიშვილის რეპერტუარიდან სხვადასხვა სიმღერები შეასრულეს.
ვარსკვლავის გახსნა კომპოზიტორს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„გილოცავთ ამ ლამაზ დღეს. თქვენს სიმღერებზე უამრავი ადამიანი აღიზარდა. თქვენ ამ ხნის განმავლობაში საზოგადოების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვეთ და ეს არის ყველაზე მთავარი. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას არჩილ თხლაშიძემ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ლელა მენთეშაშვილი, მოწვეული სტუმრები და მოქალაქეები.
თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ უკვე გაიხსნა ანსამბ “წინანდალისა” და მუსიკოს პავლე დემურიშვილის ვარსკვლავები.