Home რეგიონი თელავი თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში, ჭონქაძის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება 500 გრძ.მ. მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა წყალარინების ჭები, მოეწყო ბორდიურები.

სამუშაოების ბიუჯეტია 496 400 ლარი. შემსრულებელი კომპანია: „გზამშენი 2005“.