თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ხელისუფლების მიერ მოსახლეობის ავტომობილებით გადაადგილების დაშვებასთან ერთად, ფერმერებსა და მევენახეებს საშუალება ეძლევათ, სპეციალურ მაღაზიაში პესტიციდები შეიძინონ.
დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (შხამ-ქიმიკატების) მაღაზიაში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მაღაზიები იხსნება ფერმერებისთვის ხელსაყრელ დროს, რათა მათ რეგულაციების ფარგლებში შეძლონ სასუქისა თუ ვენახის შესაწამლად აუცილებელი პრეპარატების შეძენა.”-აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.
https://www.facebook.com/kakhetinews/videos/610290789563333/