პატრიცია დელონი გახლავთ ქართველი ებრაელი ქალბატონი. მას ადრეულ ასაკში მოუწია სამშობლოს დატოვება, თუმცა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულმა ის ისევ საქართველოში დააბრუნა.
მხატვრის ინსპირაცია ქალის თემატიკაა. მას დახატული აქვს ასი სხვადასხვა ხასიათის მქონე ქალი და ყველა ქალს თავისი გამორჩეული ისტორია აქვს, რასაც მნახველის თვალი ადვილად ამჩნევს.
მის მიერ ტილოზე გაცოცხლებული თითოეული პერსონაჟი ამბავს ყვება, ამბავს , რომელსაც ვხედავთ, ვგრძნობთ და განვიცდით.
დასწრება თავისუფალია
2020 წლის 7 მარტი , 15:00 სთ ,თელავის ისტორიული მუზეუმი.