თელავში, ნინოშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიურები. ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგო 670 გრძ.მ. მონაკვეთზე.
პროექტის ბიუჯეტმა 512 444 ლარი შეადგინა. სამუშაოებს აწარმოებდა კომპანია: ,,გზამშენი 2005“.