Home რეგიონი თელავი თელავში, ნინოშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

თელავში, ნინოშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

თელავში, ნინოშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, უკვე დასრულებულია ბორდიურების მოწყობა, ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის საფარის დასაგებად. ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი 670 გრძ.მ. მონაკვეთზე დაიგება. პროექტის ბიუჯეტია 512 444 ლარი. სამუშაოებს ასრულებს კომპანია ,,გზამშენი 2005“.